2019 წლის შვედურ-ქართული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ლევან აკინი. პრემიერა გაიმართა კანის კინოფესტივალზე 2019 წლის 16 მაისს ფილმი ოსკარის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.
Sinaarsi
მერაბი (ლევან გელბახიანი) პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის პარტნიორ მარიამთან (ანა ჯავახიშვილთან) ერთად. მაგრამ, როდესაც ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) თბილისში ჩადის და იმავე ანსამბლში იწყებს სიარულს, იგი მერაბის ყველაზე ძლიერ კონკურენტად და სურვილად იქცევა.
rolebSi
- ლევან გელბახიანი - მერაბი
- ანა ჯავახიშვილი - მარიამი
- ანანო მახარაძე - სოფო
- ბაჩი ვალიშვილი - ირაკლი
- გიორგი წერეთელი - დავითი
- ნინუცა გაბისონია - ნინუცა
- თამარ ბუხნიკაშვილი - თეონა
- კახა გოგიძე - ალეკო, ქორეოგრაფი
kritikosebis Sefaseba
ფილმმა მაღალი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი 92 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 93%-ს.
2019 წლის ივლისში, ფილმს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა, აგრეთვე გაიმარჯვა „საუკეთესო ფილმისა“ და „მსახიობის“ კატეგორიებში. იმავე წლის ოქტომბერში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ Iris Prize-ის ფესტივალის საუკეთესო ფილმად დასახელდა. |